მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ესტონეთის ელჩთან
20.10.2020
1 / 5


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ესტონეთის ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდისთან.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას, რადგან ისტორიულად ესტონეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

ელჩმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მისი განცხადებით სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური და მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკები ნათლად გადმოცემს საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებას. საქართველო  ტოლერანტობის მაგალითია, რომელსაც დიდი ტრადიცია და მემკვიდრეობა გააჩნია. მისი თქმით ესტონეთი დიდი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და მიუხედავად ამისა, ის ევროპის ქვეყნებს შორის მეტად სეკულარულ სახელმწიფოდ მიიჩნევა.

რიინა კალიურანდიმ აღნიშნა, რომ ესტონეთში სახელმწიფის მხრიდან ეკლესიები არანაირ დაფინანსებას არ იღებენ გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა. ეკლესიები მრევლისგან მიღებული გადასახადით ფინანსდებიან, რის შედეგადაც დიდ ქალაქებში ეკლესია უფრო მდიდარია ვიდრე რეგიონებში. ესტონეთის ამჟამინდელი, ახალგაზრდა ეპისკოპისის მმართველობის პერიოდში, ეკლესიას აქტიური როლი აქვს ქვეყნის სოციალურ საკითხებში და ნაკლებად ერევა  პოლიტიკაში. ეკლესია თავად აბალანსებს ფინანსურ საკითხებს და წინა წლებთან შედარებით ეხლა ის ყველაზე მდიდარია.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რელიგიური განათლების საკითხებზე. ესტონეთის სკოლებში, მაღალ კლასებში ისწავლება მსოფლიოს სხვადასხვა რელიგია, როგორც ისტორიის ნაწილი. მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა მოსწავლე, მან უნდა ისწავლოს რელიგია და ტოლერანტულ გარემოში ცხოვრება. ბავშვებმა უნდა იცოდნენ რომ არც ერთი რელიგია არ არის საფრთხის შემცველი, ის რომ ყველაფერს თვითონ ადამიანი განსაზღვრავს და ფანატიზმი ყველა რელიგიაში საფრთხეს წარმოადგენს. რელიგიური განათლება აუცილებელია მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებისათვის.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიღებული ინფორმაციისათვის, სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის. ასევე სააგენტოს დაეხმარება ესტონეთში  კოლეგა ორგანიზაციასთან კომუნიკაციაში რათა მოხდეს დამკვიდრებული პრაქტიკის გაზიარება.