მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ირანის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან
16.02.2022
1 / 5


დღეს, 16 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის  რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან საქართველოში, მოჰამად ყობად რადთან.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ რწმუნებულს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. რწმუნებულმა ინიციატივა გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომის გაფორმების თაობაზე სააგენტოსა და ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს შორის.  ასევე სტუმრების მხრიდან გამოითქვა კონფერენციის ჩატარების სურვილი, რაზეც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

მოჰამად ყობად რადმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ  მაქსიმალურად ხელს შეუწყობს  საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას და ოფიციალური ვიზიტით რელიგიის სააგენტო ირანში მიიწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ალმოსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰასან იუსეფზადე არბატი.






View Larger Map