მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ლიეტუვის დელეგაციასთან
19.05.2021
1 / 9


დღეს, 19 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ, ვიდა მონტვიდაიტე ლიეტუვის მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არტურ ლიუდკოვსკი ლიეტუვის პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში და ანდრიუს კალინდრა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

ელჩმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და რა ფართო წვლილი შეაქვს მსგავს დიალოგს ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობებში.

სააგენტოს თავმჯდომარემ ლიეტუვის დელეგაციას გააცნო რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, ამოცანები, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ტრენინგები  და აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობასა  და ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციებს „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს ქრისტიანობის შესახებ მოკლე ექსკურსი ჩაუტარა. მან ყურადღება გაამახვილა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობაზე, რომელსაც ეროვნულ დონეზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიენიჭა,  და ასევე, ქართული ისლამის ფენომენზე, მის განსხვავებულ ხასიათზე და მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების  გამოცდილებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

ვიდა მონტვიდაიტემ აღნიშნა, რომ სააგენტოს მუშაობა მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხი არაა, ის  ძალიან სენსიტიური საკითხია. ლიეტუვაში ამ ტიპის სამსახური არ არსებობს, რადგან სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნულია. ლიეტუვის ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტმა 2015 წელს განაახლა მუშაობა, ეხლა იქმნება და ვითარდება ახალი მიმართულებები, რაც წინათ არ არსებობდა და საქართველოს გამოცდილებას შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს ამაში, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემები უფრო ეთნიკური ხასიათიასაა ვიდრე რელიგიური, მაგრამ ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და რელიგიური დიალოგია ძალიან მნიშვნელოვანია. ლიეტუვის სახელმწიფო, ბოლო პერიოდში მსოფლიოში რელიგიური საკითხების გააქტიურების ფონზე, ფიქრობს რომ რელიგიური განზომილება და მისი მნიშვნელობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ინფორმაციის მიწოდებისთვის, მოიწონეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აღნიშნეს, რომ დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ასევე, ხაზი გაუსვეს თავმჯდომარის გამოცდილებას თეოლოგიური საკითხების მიმართ და სააგენტოს ეფექტურ მუშაობას. ლიეტუვის მთავრობის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს მომავალში სააგენტოსთან  თანამშრომლობის და სამუშაო ვიზიტით მიიწვიეს ლიეტუვაში, ასევე სააგენტო მომხსენებლის სტატუსით, მიწვეულია სექტემბრის თვეში  დაგეგმილ კონფერენციაზე.






View Larger Map