მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან
10.08.2022
1 / 5


10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ახალი პროექტები და განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები. თავმჯდომარემ ალექსანდრ ვინიკოვს გადასცა რელიგიის სააგენტოს გამოცემა „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციას.

თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, საქართველოს რელიგიური თემების დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებზე და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. საუბარი შეეხო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემას, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს და ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე განიხილეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებული რელიგიური ლიდერების ვიზიტი ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში. აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობდნენ მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მუსლიმი თემი და ებრაული თემი. აღნიშნული შეხვედრა ორივე მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება მომავალში ამგვარ ვიზიტებში საქართველოს სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირების ჩართულობის შესახებ და ამ მიმართულებით სარეკომანდაციო საქმიანობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

ალექსანდრ ვინიკოვმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვედრისა და მიწოდებული ინფორმაციისათვის, მან სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალში მჭირდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ასევე მან სურვილი გამოთქვა ინტერრელიგიური ფორმატის ფარგლებში, იმ ყველა რელიგიასთან შეხვედრის, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ინტერრელიგიურ სათათბიროში.  ალექსანდრ ვინიკოვმა სააგენტოს სთხოვა დახმარება საქართველოს საპატრიარქოში, პარტიარქთან შეხვედრის ორგანიზებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის  პოლიტიკური ოფიცერი  გვანცა ლოლაძე და რელიგიის სააგენტოს პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე.






View Larger Map