მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ნორვეგიის ელჩის მოადგილესთან და ნორვეგიის ეკლესიის წარმომადგენელთან
09.03.2020
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება შეხვდა ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილეს, მარკო სოლდიკს, ელჩის მრჩეველს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, დავით მაღრაძეს და ნორვეგიის ეკლესიის წარმომადგენელს პასტორს ლეიფ მაგნე ჰელგესენის.  

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ასევე ინფორმაცია მიაწოდა  სახელმწიფოს მიერ არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.

ნორვეგიის სამეფოს ელჩის მოადგილემ, მარკო სოლდიკმა ახლადგახსნილ საელჩოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ინფორმაციის მიწოდებისათვის. მათ მოიწონეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები მათთვის სიახლეა და სურვილი გამოთქვეს თავიანთ ქვეყანაშიც დანერგონ ისინი, ასევე დადებითად შეაფასეს რელიგიური ორგანიზაციების მიმართ წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა .