მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
30.10.2020
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ბელგიის ქალაქ ლიუვენის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი იულე ქრემერსი და ლიუვენის ევანგელურ-თეოლოგიური სასწავლებლის მკვლევარი, ტატიანა კოპალეიშვილი შეხვდებიან საქართველოში რელიგიის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მკვლევრებს.

სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს საქმიანობით და სახელმწიფოს პოლიტიკით რელიგიური უმცირესობების მიმართ. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის - რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით და წარუდგინა რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. „რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები იმდენად ბევრი, მრავალმხრივი და საინტერესოა, რომ ბელგიამ  ბევრი რამ უნდა ისწავლოს საქართველოსგან ამ კუთხით“ - განაცხადა პროფესორმა ქრემერსმა.

შეხვედრის მონაწილეებმა უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი საქმიანობის სურვილი გამოთქვეს.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის სპეციალისტი სერგო ფარულავა და ქ.ლიუვენის ევანგელურ თეოლოგიური სასწავლებლის რელიგიათმცოდნეობის და მისიოლოგიის დეპარტამენტის მკლევარი ტატიანა კოპალეიშვილი.






View Larger Map