მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
15.06.2021
1 / 9


დღეს,  15 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, რაზვან როტუნდუსთან.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, რადგან რუმინეთის მხარდამჭერა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში  საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და მის განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება და  ქართული ტოლერანტობის მაგალითს წარმოადგენს მეიდანში თავმოყრილი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური სალოცავები.

რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპასთან დაახლოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური თავისუფლება. ამ კუთხით საქართველო და რუმინეთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, რაც განაპირობებს საზოგადოების თავისებურებებს და მის ხასიათს.

ელჩმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და მიმდინარე პროექტები, მან მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მომავალში სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.






View Larger Map