მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან
22.02.2022
1 / 7


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა.

            შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ელჩი დაინტერესდა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს აქტივობა ქვეყანაში შემწყნარებლური გარემოს განმტკიცების მიზნით. კერძოდ: ინტერრელიგიური კონფერენციები, ინტერრელიგიური კალენდარი, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ ფარგლებში რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლება და სხვა. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურ ხასიათზე და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში რელიგიური ნიშნით დაპირისპირებების ფონზე, ქართველი მუსლიმები - შიიტები და სუნიტები, ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართლმადიდებელთა რელიგიური უფლებების დარღვევის ტენდენციას.

შეხვედრის დასასრულს, მარია თეოდორუმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და გამოთქვა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.