მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან
01.11.2019
1 / 8


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დიეგო კოლასთან.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ არსებული კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ტრენინგებს.

დიეგო კოლასმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის. მან მოიწონა სააგენტოს მიერ განხორიცელებული პროექტები, გამოთქვა სურვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საფრანგეთის რელიგიურ დეპარტამენტს შორის მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. საფრანგეთის ელჩმა გამოხატა მზაობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რელიგიის სააგენტოთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

 





View Larger Map