მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებთან
03.10.2024
1 / 2


3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებს, კორნეი გონჩალოვს, ალიონა ვერუხინასა და ნუგზარ ბარდაველიძეს შორის, მათივე ინიციატივით.

საიენტოლოგიურმა ეკლესიამ, სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ჩვენ პოლიტიკის მიღმა ვართ, ჩვენთვის მთავარია სულიერი თავისუფლება და საკუთარი თავის გაუმჯობესება, ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს. ჩვენ გვაქვს სოციალური პროექტები, ეთიკური პროგრამები, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით“- აღნიშნეს სტუმრებმა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო სააგენტოს შექმნის მიზნები, ამოცანები და  განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრა სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური  სათათბიროს  შესახებ.

საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს  გაწევრიანდნენ ინტერელიგიურ სათათბიროში და მონაწილეობა მიიღონ რელიგიის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტში.

სტუმრებმა, სააგენტოს თავმჯდომარეს საჩუქრად გადასცეს თავიანთი ეკლესიის საქმიანობის ამსახველი ლიტერატურა. ასევე, სტუმრებსაც გადაეცათ რელიგიის სააგენტოს გამოცემები „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები“.






View Larger Map