მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაციასთან
18.09.2020
1 / 6


2020 წლის 18 სექტემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს ეწვია  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაცია  ეპისკოპოს  მარკუს შოხის  ხელმძღვანელობით, რომელმაც  სააგენტოს წარუდგინა  მსოფლიო ლუთერული კავშირის გერმანიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ვიუტერბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი დოქტორი ფრანკ ოტფრიდ  იული. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრჩეველი კლაუს რიტი და პასტორი ირინა სოლეი.

სტუმრებს მიესალმა   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნისათვის ,საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მოღვაწეობას 200 წლის მანძილზე და მადლობა გადაუხადა   ეპისკოპოს შოხს   სააგენტოსთან მჭიდრო  თანამშრომლობისათვის.

ზაზა ვაშაყმაძემ   შეხვედრაზე ისაუბრა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ისტორიის, ,მისი ფუნქციონირების მიზნებისა და ამოცანების შესახებ  და გააცნო სტუმარს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები . მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააგენტოს აქტივობებში  ყოველთვის  მონაწილეობს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და    სტუმრებს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური რუკები ,ინტერრელიგიური კალენდარი,წლების მანძილზე   ჩატარებული კონფერენციის მასალები და სხვა გამოცემები.

სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ სახელმწიფო    განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და  გამოთქვა მზადყოფნა, ეტაპობრივად  გადაიჭრას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინაშე არსებული   საკითხები.  შეხვედრაზე დაიგეგმა  ერთობლივი აქტივობებიც.

ეპისკოპოსმა იულიმ,  შემდგომ კი ეპისკოპოსმა შოხმა,  მადლობა გადაუხადეს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარეს  გულთბილი მიღებისათვის, სახელმწიფოს  მიერ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მხარდაჭერის და თანამშრომლობისათვის   და მადლიერების ნიშნად  გადასცეს სიმბოლური საჩუქარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე.






View Larger Map