მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა უნგრეთის ელჩთან
15.10.2020
1 / 5


2020 წლის 15 ოქტომბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს ეწვია  უნგრეთის ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ   შეხვედრაზე ისაუბრა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ისტორიის, მისი ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, მან ასევე სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა და  ინფორმაცია მიაწოდა  სახელმწიფოს მიერ არსებული რელიგიური კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, როგორც ურთიერთობის ეფექტურ ფორმატს. თავმჯდომარემ სტუმარს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური რუკები ,ინტერრელიგიური კალენდარი, წლების მანძილზე   ჩატარებული კონფერენციის მასალები, ფოტო ალბომები და სხვა გამოცემები.

სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე  აღნიშნა ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად  განხორციელებული პროექტები, ასევე ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარეს  გულთბილი მიღებისათვის, მოიწონა სახელმწიფოს  მიერ რელიგიური ორგანიზაციებთან მუშაობის მექანიზმი და წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა და რელიგიის სააგენტოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივით გამოვიდა, მისი აზრით საინტერესო იქნება რელიგიური ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის  მეგობრობას.

შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო, სამომავლოდ რელიგიის სააგენტოს ვიზიტს უნგრეთის რესპუბლიკაში და კოლეგა ორგანიზაციასთან შეხვედრას ორმხრივი გამოცდილების გაზიარებისათვის.

 

 






View Larger Map