მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხევედრა აიათოლა ალი ალ- სისტანის წარმომადგენელთან
07.05.2015
1 / 4


დღეს, 7 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გელა კვარაცხელია სააგენტოში, ერაყელი შიიტების სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ალ- სისტანის წარმომადგენელს საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, მუჰამედ სადიგ დესოხს შეხვდნენ. „საქართველოში ნამდვილი დემოკრატია და რელიგიური თავისუფლებაა. ბევრი ქვეყანა მომივლია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არსად, მთელს მსოფლიოში, ისე არაა დაცული მუსლიმთა უფლებები, როგორც საქართველოში. აქამდე მეგონა, ყველაზე მისაბაძი ქვეყანა, ამ მხრივ, ლიბანი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას საქართველო სჯობნის“- განაცხადა სტუმარმა. მისი თქმით, საქართველოში მუსლიმები ყველა დონეზე არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია.

            სტუმარმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგინა წინადადება, თბილისსა და მარნეულში ბავშვთა უფასო სამედიცინო კლინიკის გახსნის თაობაზე. მან მოუწოდა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, შეისწავლონ საქართველოს სახელწიფო ენა, რაც მათ უკეთ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ამავე მიზნით, მუჰამედ სადიგ დესორხმა გამოთქვა სურვილი, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის გახსნან საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვები ქართულ ენას შეისწავლიან.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქვეყნის საიმედო და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, ორგანიზაცია ალულ-ბეითის თავმჯდომარე ფაიკ ნაბიევი და მარნეულის მთავარი ახუნდი აზიზ ნაბიევი.






View Larger Map