მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
14.07.2015
1 / 1


დღეს, 14 ივლისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარცხელია შეხვდნენ: არასამთავრობო ორგნიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“  გამგეობის წევრებს  დემეტრე ლომაძესა და დალი მგელიაშვილს, „დემოკრატიის ჟანგბადის“ ანალიტიკური ჯგუფის უფროს ბაია კობახიძეს,  „ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეს, „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე მანანა ბიწაძეს, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“  თავმჯდომარის მოადგილე თინათინ მაშანეიშვილსა და  პრეს-სპიკერ სანდრო უსტიაშვილს,  „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარე  ქეთევან ჩაჩავას.

საუბარი შეეხო რელიგიის სფეროში არსებულ პრობლემებსა და  გამოწვევებს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან ჩამოყალიბებული გამჭვირვალე გარემო.. სააგენტოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს და გამოთქვეს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.






View Larger Map