ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ებრაული ვენის კავშირის ვიცეპ-რეზიდენტს, დეზონი დავარაშვილსა და ებრაელთა ავსტრიის თემის გენერალურ მდივანს, რაიმუნდ ფასტენბაუერს შეხვდა.
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს თბილი მიღებისათვის, ვრცლად გააცნო რელიგიის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტივობები, მიმოიხილა საქართველოს ზოგადი რელიგიური პოლიტიკა და ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის - ებრაული თემის ამჟამინდელი მდგომაროების შესახებ, ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ერების 26-საუკუნოვან მეგობრობას, მშვიდობიან და ძმურ თანაცხოვრებას.
დიალოგში აღინიშნა, რომ ებრაულ თემს გადაეცა თითქმის, ყველა სინაგოგა საქართველოში, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სინაგოგების მოვლა-პატრონობას და რომ სახელმწიფომ, საქართველოს მთავრობისა და ისრაელის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, საზეიმოდ აღნიშნა ონის სინაგოგის 120 და ახალციხის სინაგოგის 275 წლის იუბილე. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე, აღნიშნა, რომ სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და საქართველომ უკვე მიმართა იუნესკო-ს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდეს.
ებრაული თემის ხელმძღვანელობამ მოიწონა სააგენტოსა და ქართული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ებრაული თემის მიმართ და ასევე, დამოკიდებულება საქართველოში არსებული სხვა კონფესიებისადმი. ებრაული ვენის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, დეზონი დავარაშვილმა აღინიშნა რომ თავადაა ქართველი ებრაელი, უახლოეს მომავალში გეგმავს ესტუმროს საქართველოს და თბილად გაიხსენა საქართველოში გატარებული წლები.
მასპინძელმა მხარემ აღნიშნა, რომ მათ აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა ავსტრიის ხელისუფლებასთან და მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს იუნესკოს მიერ ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღიარების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი, გიორგი ტაბატაძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
