მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა გერმანიის ელჩთან
11.11.2016
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰაიკე ფაიჩთან.

            შეხვედრაზე  დეტალურად განიხილეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები და   შეთანხმდნენ, რომ  უახლოეს პერიოდში ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს სამუშაო შეხვედრა ეპისკოპოს ჰანს იოჰან კიდერლენის მონაწილეობით.  

            სააგენტოს თავმჯდომარემ   ისაუბრა ქართულ-გერმანული ურთიერთობების მნიშვნელობის  შესახებ.  აღინიშნა,   რომ   ჩვენი ქვეყანა    საგანგებოდ  ემზადება  საქართველოში გერმანელთა დამკვიდრების 200   წლისთავისათვის.

              ამასთან ერთად,  ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო სააგენტოს საქმიანობა და  შესთავაზა თანამშრომლობა რელიგიის სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.   ჰაიკე ფაიჩმა სიამოვნებით მიიღო  შემოთავაზებული წინადადება  და დაადასტურა სააგენტოსადმი საელჩოს მხარდაჭერა და თანაშრომლობის სურვილი.

            დასასრულ,    სააგენტოს თავმჯდომარემ   წარმატება  უსურვა გერმანიის ახალ ელჩს და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

            ჰაიკე ფაიჩმა  მადლობა გადაუხადა  ზაზა ვასაყმაძეს გულთბილი მიღების, საინტერესო წინადადებებისა  და  იმ მხარდაჭერისათვის, რასაც სახელმწიფო იჩენს ლუთერული ეკლესიის მიმართ.






View Larger Map