მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელთან
16.06.2014
1 / 2


        16  ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ხელმძღვანელი პირები  კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელს ალი ალიევს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე - ლელა ჯეჯელავა  და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი.

 შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  სააგენტოს გეგმები და  საქართველოს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის  საკითხები. აღინიშნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების გარდა  სააგენტო გეგმავს  ევროპული ქვეყნების გამოცდილების  გაცნობასა და გაზიარებას, რაც,  შესაბამისად, ხელს შეუწყობს რელიგიის სფეროში მწყობრი სახელმწიფო  პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს კონფესიების დაფინანსებისა და მუსლიმური თემის შიდა პრობლემებზე.

ალი ალიევმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის მუსლიმური თემი  ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია,  არსებობს შიდა და გარე პრობლემები და  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სთხოვა  დახმარება მათ მოგვარებაში. აღნიშნული სტრუქტურა წარმოადგენს სახელმწიფოს  და  მისი  მონაწილეობით შესაძლებელია ყველა მუსლიმური ჯგუფის შეკრება, გაერთიანება და საკითხების ერთობლივად განხილვა.

საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი სამუშაო შეხვედრის თაობაზე.






View Larger Map