მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ლათინ კათოლიკეთა სამოციქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან
23.06.2014
1 / 3


    23 ივნისს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების  სამუშაო შეხვედრა ლათინ კათოლიკეთა საქართველოს სამოციქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან  ჯუზეპე პაზოტოსთან.  

შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელი პირები: ზაზა ვაშაყმაძე, ლელა ჯეჯელავა, ვლადიმერ ნარსია, არჩილ მეტრეველი.  სტუმარმა მოისმინა ინფორმაცია  ახლად შექმნილი სააგენტოს საქმიანობაზე, მის მიზნებსა და  გეგმებზე.  განიხილეს  კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ,  ეკლესიების მშენებლობისა და კონფესიების  დაფინანსების  შესახებ.

ჯუზეპე პაზოტომ  აღნიშნა, რომ სააგენტოს შექმნა ხელს შეუწყობს რელიგიის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გამჭვირვალედ განხილვას, მან  აცნობა  სააგენტოს წარმომადგენლებს, რომ  ასეთი საკითხები  კათოლიკურ ეკლესიებთან დაკავშირებითაც   არსებობს.  ამასთან ერთად,  სტუმარი დაინტერესდა დაფინანსების საკითხით. სააგენტოს თავმჯდომარემ ჯუზეპე პაზოტოს აცნობა, რომ სააგენტო მუშაობს კონფესიებს შორის  თანხების რაოდენობის განსაზღვრასა და მათი განაწილების პრინციპზე და სთხოვა  კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელს შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და სააგენტოში წარდგენა.

დასასრულ, მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მჭიდრო თანამშრომლობის  მნიშვნელობა და შეთანხმდნენ შემდგომ  შეხვედრაზე განსახილველი  საკითხების თაობაზე.






View Larger Map