მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ქართველ და ევროპელ ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებთან
17.06.2014
1 / 1


 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  სამსახურის  უფროსებთან ერთად ქართველ და ევროპელ ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებს: მერაბ ჩანჩალაშვილს,  ალექსანდრე როზენბლატსა და ნათან თაფლიაშვილს  შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მთავარი საკითხები იყო:   სააგენტოს  მიზნებისა და ამოცანების გაცნობა;   კონფესიების დაფინანსება.

სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ახლად შექმნილი სააგენტოს გეგმები, საქმიანობა და ხაზგასმით ისაუბრა ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე.  ითქვა,  რომ წელს სახელმწიფოებრივ დონეზე   აღინიშნება  ორი ერის ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონფესიების დაფინანსების საკითხი.  ზაზა ვაშაყმაძემ  აცნობა  სტუმრებს, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებულია  გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ ოთხ ძირითად რელიგიურ ორგანიზაციას შორის დაფინანსდეს ებრაული ორგანიზაციაც და იქვე განუმარტა, რომ  ტოტალიტარული რეჟიმის დროს  მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ  ერთ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გაერთიანებული და დარეგისტრირებული ორგანიზაცია.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს  ებრაული ორგანიზაციების შიდა პრობლემებსა და სტრუქტურულ წყობაზე, ასევე საკულტო ნაგებობებსა და სხვა ქონებრივ საკითხებზე.

 






View Larger Map