რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ზაზა ვაშაყმაძემ ევრაზიის რეგიონალური ევანგელისტური სომხური ეკლესიის პრეზიდენტ რენე ლევონიანს უმასპინძლა.
შეხვედრაზე სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნო მისი ვიზიტის შესახებ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირია ერაყსა და ლიბიაში, ასევე დაგეგმილი ვიზიტების შესახებ კოსოვოში. რენე ლევონიანი დაინტერესდა საქართველოში არსებული რელიგიური ტოლერანტობისა და თავისუფლების საკითხით.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო სახელმწიფოს მიერ გაწეული საქმიანობა რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობების ჰარმონიულ თანაცხოვრებას საქართველოში.
რენე ლევონიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წარმატებას მიაღწია და ხაზი გაუსვა ამ კუთხით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას. მისივე თქმით, სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობას, კერძოდ, კონფესიების ფინანსური და ქონებრივი დახმარების თვალსაზრისით რეგიონში ანალოგი არ აქვს. სტუმარმა ზაზა ვაშაყმაძე მიიწვია საფრანგეთში საერთაშორისო ორგანიზაცია (CREDO) – „კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრის“ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ასევე იგი გაუწევს ორგანიზებას საჯარო ლექციას პარიზში - სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის ქართული მოდელის, გასაცნობად.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 