მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში
12.11.2018
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში მართლმადიდებელ და მულიმ სასულიერო პირებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი და ადიგენის მუფტი, მამუკა ვაშაყმაძე. სტუმრები დაინტერესდნენ ადგილობირვი მოსახლეობის საჭიროებებითა და მოისმინეს მათი ინიციატივები. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, კერძოდ, 2019 წელს იწყება სოფელ მოხეს საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო, ახალციხეში კულტურის სახლის, პროფესიული სასწავლებლისა და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები.






View Larger Map