მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელთან
17.06.2014
1 / 3


   17 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელძღვანელების   სამუშაო შეხვედრა  სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი  სასულიერო  სამმართველოს წარმომადგენელთან მირგუსეინ ასადოვთან.

    შეხვედრაზე   განიხილეს მუსლიმურ თემთან დაკავშირებული  სხვადასხვა საკითხი. აღინიშნა, რომ მოსაძებნია არსებული  პრობლემების   დარეგულირების  გზები. სააგენტოს თავმჯდომარემ შესაძლებელად მიიჩნია ამ მიმართულებით  მუსლიმური თემის ყველა ჯგუფთან თანამშრომლობა, არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და შეთანხმების მიღწევა.  მირგუსეინ ასადოვმა  აღნიშნა, რომ  ამ თანამშრომლობაში  მნიშვნელოვანი როლის შესრულება სააგენტოს  შეუძლია. შეხვედრაზე კონფესიების დაფინანსების საკითხზეც იმსჯელეს. ზაზა ვაშაყმაძემ განუმარტა სტუმარს დაფინანსების მიღების მექანიზმები და სთხოვა ამ ფორმატში შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა.

 






View Larger Map