დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანსა და რელიგიის საკითხებში მის მრჩეველს, აჰმედ ერდემს შეხვდა.
შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა ოფიციალურად წარადგინა რელიგიურ საკითხებში მისი ახალი მრჩეველი აჰმედ ერდემი, რომელმაც მოქმედი, ნები გუმუში შეცვალა.
ზაზა ვაშაყმაძემ აჰმედ ერდემს წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მცხოვრები მუსულმანი მრევლის საჭიროებები და გამოწვევები, ხაზგასმით აღინიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მუსლიმთა სამმართველოსთან აქტიური თანამშრომლობის, მათი ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოსაგვარებლად.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 