მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ზაზა ვაშაყმაძესა და ვურტემბერგის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მისიების, ეკუმენური ურთიერთობისა და ეკლესიის განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივანს - კლაუს რიეტს შორის
24.11.2015
1 / 7


21  ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ვურტემბერგის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მისიების, ეკუმენური ურთიერთობისა და ეკლესიის განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივანს - კლაუს რიეტს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვარი - ჰანს იოაჰიმ კიდერლენი. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატში, და ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. დაიგეგმა სააგენტოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელება და შემდეგი სამუშაო შეხვედრის  ფორმატი. ბატონმა კლაუსმა, რომელიც ასევე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის საგარეო საქმეთა კოორდინატორია, დაინტერესება გამოხატა სააგენტოს მიერ განხორციელებული ინტერ-რელიგიური პროექტების მიმართ და ბატონ ჰანსთან ერთად აღუთქვეს უფრო აქტიური თანამშრომლობა.






View Larger Map