დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან მეორმოცე დღეს („ალ-არბაინს“).
ამასთან დაკავშირებით, შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო ცერემონიებს, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
