დღეს შიიტი მუსლიმები იმამ ჰასანის (იმამ ჰასან იბნ ალი ალ-მუჯთაბა), იმამ ჰუსეინის ძმის და წინასწარმეტყველ მუჰამადის შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით იმამ ჰასანი იყო შიიტების მეორე იმამი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს და მშვიდობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
