მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შიიტი მუსლიმები ღადირ ხუმს დღესასწაულობენ
07.07.2023
1 / 1


შიიტი მუსლიმები დღეს ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამ ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამადის მეშვეობით, იმამად (ლიდერად, მემკვიდრედ) აირჩიეს.

სწორედ ამ დღეს, გადასახლების მეათე წელს, წინასწარმეტყველმა მუჰამადმა, ალაჰის ბრძანებით,  იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ეს მოხდა ღადირ ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map