მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შიიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ
04.05.2021
1 / 1


დღეს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ყადირის (ლაილათ ალ-კადრ) ღამეს აღნიშნავენ.

მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. აღნიშნული ღამე აღინიშნება რამადანის თვის ბოლო დეკადაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.