მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შობის დღესასწაული საერთაშორისო ამერიკულ ბაპტისტურ ეკლესიაში
25.12.2020
1 / 4


საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა დღეს ქრისტეშობა იზეიმა. ტაძარში შეკრებილ მრევლსა და ეკლესიის ხელმძღვანელს, ჩარლზ ჰობლიცს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, შობის დღესასწაული  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად აღნიშნა საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელის აქტიურობა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესია პატარა ეკლესიაა და ამდენად, კიდევ უფრო მეტ ზრუნვას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან.

პასტორმა ჩარლზ ჰობლიცმა მადლიერებით აღნიშნა რელიგიის სააგენტოს თანადგომა და გამოთქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს თანამშრომლები.