მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სოფელ დუისში მდებარე იუსტიციის სახლში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03.08.2015
1 / 8


1 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მდებარე იუსტიციის სახლში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, ალავერდელი ეპისკოპოსი ამბა  დავითი, შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები ხასო ხანგოშვილი და ზაურ გუმაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს აქტივობა პანკისის ხეობასთან მიმართებით, გამოთქვეს სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის სურვილი და გადაწყვიტეს ანალოგიური შეხვედრა პანკისის ხეობის სხვა სოფელშიც გაიმართოს.






View Larger Map