მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება
02.12.2014
1 / 1


ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მუსლიმური თემის, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის, სამხარეო ადმინისტრაციის, ადიგენის გამგეობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი კომისიის წევრთა რაოდენობაზე, შემადგენლობასა და მუშაობის წესზე შეთანხმდნენ. კომისია 11 წევრით განისაზღვრა და მას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე უხელმძღვანელებს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე წლის 27 დეკემბერს გაიმართოს, კომისიამ საკითხის საბოლოო ამოწურვამდე იმუშაოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსის გზით მიიღოს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა კომისიის დებულების შემუშავება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კი - კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

 






View Larger Map