მიმდინარე წლის 2 დეკემბერს 13.00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ადიგენის რაიონის სოფ. მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს განიხილავს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მუსლიმური თემის, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის, ადიგენის გამგეობის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 