მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
06.01.2023
1 / 4


სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

თბილისის სურბ გევორქის ტაძარში შობა-ნათლისღების წმინდა წირვა საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, ღირსმა მამამ, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა აღავლინა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ შესრულდა წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება და  ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.

არქიმანდრიტი მიესალმა სტუმრებს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს წინასწარ მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მალე იზეიმებს.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი  და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავითიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.