მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს
04.04.2021
1 / 5


დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა, საზეიმო წირვას ესწრებოდა საქართველოში სომეხთა ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. სომეხ თანამოქალაქეებთან აღდგომის დღესასწაულის მისალოცად მივიდა  საქართველოს პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის, რელიგიის სააგენტოს სახელით აღდგომა მიულოცა, წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სასულიერო დასსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი, სანდრო შეყილაძე.