სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. დღესასწაული უკავშირდება სამი წლის მარიამის მშობლებთან განშორებისა და საზეიმოდ ტაძრად მიყვანებას. დღესასწაულის დამტკიცებაუკავშირდება ტაძარს, რომელიც იმპერატორმა იუსტინიანემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ, ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე ააშენა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიასა და მის მრევლს, წარმატებებს და სიკეთეს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
