დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა ის ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.