მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სრულიად მუსლიმური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს
02.05.2022
1 / 1


რამადან ბაირამი (იდ ალ-ფიტრი) ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მუსლიმებისთვის, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ, შავალის თვეში, რამდენიმე დღე.

რამადან ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდი საზეიმო სუფრებს. ამიტომაც, რამადან ბაირამი შერიგების, ერთიანობის გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს ყველა მუსლიმს  ამ უდიდეს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და  მშვიდობას უსურვებს მათ






View Larger Map