დღეს, მთვარის კალენდრით პირველი თვის, მუჰარამის მეათე დღეს სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ.
აშურას სუნიტი მუსლიმები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირებენ, განსაკუთრებით იხსენებენ წარღვნის შემდეგ, წინასწარმეტყველ ნუჰის (ნოე) ხმელეთზე გადმოსვლას.
ითვლება, რომ ამ დღეს სამადლო საქმეების კეთება განსაკუთრებით სასურველია. სავალდებულო არ არის, მაგრამ დიდ მადლად ითვლება ამ დღეს მარხვის დაცვა.