სუნიტი მუსლიმები დღეს კადრის ღამეს (ლაილათუ-ლ-კადრი) აღნიშნავენ. მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ითვლება, რომ კადრის ღამე თავისი მნიშვნელობით ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ, ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.