დღეს, სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში. აღნიშნულ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამედის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მისი ცხოვრების შესახებ და ადიდებენ მას, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს, არიგებენ მოწყალებას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.