მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ
08.05.2021
1 / 1


დღეს სუნიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ყადირის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი)  აღნიშნავენ.

მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას.

აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map