მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
თემთა შორის თანამშრომლობა ადიგენში
11.03.2021
1 / 5


დღეს, თბილისი-მერიოტში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში.

რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობდნენ ადიგენის ადგილობრივ რელიგიურ თემთა (მართლმადიდებლები, მუსლიმები, კათოლიკეები) ლიდერები, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება.






View Larger Map