16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების დამკვიდრებაა.
საქართველო განსხვავებული რელიგიების მიმართ ტოლერანტული ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის ტრადიცია ურთიერთაღიარების , ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველზე დგას, რაც მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კაპიტალია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას ტოლერანტობის დღეს. მშვიდობას, სიყვარულს, სიკეთეს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
