მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტოლერანტობის დღე საპატრიარქოში
16.11.2016
1 / 14


  ტოლერანტობის საერთაშორისო   დღესთან დაკავშირებით  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  მეორემ საქართველოში არსებული  რელიგიური ორგანიზაციები  საპატრიარქოში მიიწვია.   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით  გამართულ მიღებაზე   საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა  16 ნოემბერს დიდი და მნიშვნელოვანი დღე უწოდა, რომელიც  სხვადასხვა  აღმსარებლობისა და ეთნოსის ადამიანებს აერთიანებს და   ხაზს უსვამს  ჩვენს მრავალსაუკუნოვან ერთობასა და  ჩვენი ქვეყნის   ტრადიციას.

             შეხვედრაზე მიწვეულმა სასულიერო პირებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ კონფესიებს შორის  ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის, სიყვარულისა და მეგობრობის  განმტკიცება სწორედ ამგვარ ურთიერთობას ეფუძნება.  დღევანდელი შეხვედრა ამის შესანიშნავი დასტური,  უწმიდესი და უნეტარესი კი მეგობრობისა და  სიყვარულისა საუკეთესო მაგალითია.  

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ დღეს სახელმწიფო   იცავს  და  აგრძელებს იმ ტრადიციას,  რასაც ჩვენი წინაპრები სხვადასხვა ეროვნებისა და კონფესიის წარმომადგენლებთან  ერთად  მრავალი საუკუნის განმავლობაში ქმნიდნენ.  ქვეყნის რელიგიური პოლიტიკა,  ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფომ კონფესიებთან დაკავშირებით მიიღო,  იქნება ეს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ფინანსური ხელშეწყობა თუ  ქონებრივი საკითხების მოგვარება,  სწორედ   მშვიდობიან თანაცხოვრებას, თითოეული ჩვენგანის რელიგიისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას  ეფუძნება,  რელიგიური საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება.

            ზაზა ვაშაყმაძემ    რელიგიურ ორგანიზაციებს ამგვარი შეხვედრების ტრადიციად დამკვიდრება შესთავაზა, რათა ყოველ წელს 16 ნოემბერი სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციაში  ყველა კონფესიამ ერთად აღინიშნოს და ამით   განამტკიცოს   ურთიერთპატივისცემა და სიყვარული,  გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ:

რამინ იგიდოვი - საქართველოს შეიხი;

იასინ ალიევი - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი;

ბეგლარ ქამაშიძე - დასავლეთ საქართველოს მუფტი;

ხორენ (ნშან) ჰოვჰანნისიან - სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის

                                                                                          არქიმანდრიტი;

რახამინ მურდუხაშვილი  - რაბინი 

მერაბ ჩანჩალაშვილი -  თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე;

 

ჰანს იოჰან კიდერლენი  - საქართველო ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის

                                                                                           ეპისკოპოსი;

მაჩეი მამაი - ლათინ-კათოლიკეთა  კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის

                                                                                     მღვდელმსახური;

შმაგი ჭანკვეტაძე - საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის 

                                                                                        პასტორი;

 დიმიტრი ფირბარი - იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე;

 ჯამლეტ ხუხაშვილი 






View Larger Map