მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტოლერანტობის დღეს სახარების რწმენის ეკლესია მასპინძლობს
16.11.2022
1 / 18


დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველ ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს  ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.

შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციული ტოლერანტული გარემო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტოს მიერ დამკვიდრებული ტრადიცია -  ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ერთ-ერთი რელიგიური თემის მიერ, ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.

რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმტით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, 2017 წელს - ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს - ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს - საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს - საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს კი საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა.

 






View Larger Map