რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სარეკომენდაციო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა ხათუნა კიკვაძემ (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო), ხათუნა სამანაშვილმა (ქ. თბილისის მერია), ლელა წიწუაშვილმა (ეროვნული მუზეუმი), ლერუჟან შამოიანმა (სომხური თემი) და ქეთევან აბაშიძემ (საქართველოს საპატრიარქო) წარმოადგინეს სამუშაო ჯგუფისთვის შერჩეული ორი სკულპტორის სამი ნამუშევარი. საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 