მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი რელიგიის სააგენტოში
22.12.2021
1 / 5


22 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი, მაკა ფერაძე უძღვებოდა. ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.

შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა 2021 წლისთვის. დოკუმენტის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოკვეთოს ის პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც 2021 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  რამდენიმე წელია, ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდრებს, დაიწყო ძველი აღთქმის წიგნების ბეჭდვა, ასევე, ეხმარება თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სააგენტოს აქტივობები ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდება.






View Larger Map