მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი სახელწოდებით - ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში"
07.12.2015
1 / 14


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით სახელმწიფო ადმინისტრაციაში  5-6 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში". ტრენინგის მონაწილეებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ. 
როგორც ჟურნალისტებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განუცხადა, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვალდებულება აქვს, რომ 2015-2016 წლის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდნენ საჯარო მოხელეები.
მისი თქმით,  ისინი აიმაღლებენ კვალიფიკაციას და ამ მიმართულებით კოორდინაციაში იმუშავებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან.
2016 წლის მეორე ნახევარში მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადებული იქნება ყველა რეგიონის საჯარო მოხელე და შეიქნმება ერთგვარი სამაგიდო წიგნი, რითაც ისინი  იხელმძღვანელებენ ამ სფეროში. ეს ეხება როგორც ადამიანის რელიგიური უფლებების საკითხებს, ასევე ქონებრივ, ფინანსურ საკითხებს და ა.შ.", -
 ღონისძიებას დაესწრო თბილისის მერი დავით ნარმანია. მან  განაცხადა,  რომ ტრენინგში მერიის თითქმის ყველა ძირითადმა სამსახურმა და რაიონულმა გამგეობამ მიიღო მონაწილება.  - "ჩვენს სამსახურებს მუდმივად უწევთ კომუნიკაცია სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და შესაბამისად, მათთან სწორი კომუნიკაცია, მათთვის სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთეების მიწოდება აუცილებელია ისეთი ფორმით, რომ უფრო მეტად ვიყოთ გათვითცნობიერებული ამა თუ იმ საკითხში, რაც სხვადასხვა რელიგიურ მრწამსთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ნარმანიამ. 
საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარები ექსპერტებმა: ზაზა ფირალიშვილმა, ლევან აბაშიძემ, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა გელა კვარაცხელიამ და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა არჩილ მეტრეველმა ჩაუტარეს. 

 






View Larger Map