მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი - შშმ პირთა უფლებები საქართველოს პარლამენტში
18.05.2022
1 / 3


დღეს, საქართველოს პარლამენტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რელიგიური პირებისათვის გამართეს ტრენინგი - შშმ პირთა უფლებები.

ტრენინგს რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,  საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიისა და საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგის მიზანი შშმ პირთა უფლებების შესახებ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაა.

ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო  ჭავჭავაძე.

ტრენინგს ესწრებოდნენ, აგერეთვე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

რელიგიის სააგენტო, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, პერიოდულად ახორციელებს სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებს შშმ პირთათვის: ყოველწლიურად გამოსცემს ინტერრელიგიურ კალენდარს ბრაილის შრიფტით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თხოვნით გამოიცა ბიბლიის სამი წიგნი (2020 წელს - ძველი აღთქმის პირველი კანონიკური წიგნი „დაბადება“, 2021 წელს - „გამოსვლა“,  2022 წელს კი  „წიგნი ლევიტელთა (ლევიანნი)“). გამოცემები საჩუქრად გადაეცემათ  უსინათლოთა კავშირსა და თბილისის 202-ე  უსინათლო  ბავშვთა საჯარო სკოლას.






View Larger Map