დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის - ქრისტეს პირველი მოწაფისა და საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველმა მოუწოდა - პირველი დაემოწაფა, ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. უდიდესია ანდრია პირველწოდებულის როლი საქართველოსათვის - მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
